03:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-21 15:26:46, 633 ნახვა

საზოგადოება
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები დიდუბეში 11 მისამართზე დაფინანსდა

დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის შესაბამისად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 11 მისამართზე დაფინანსდა.

ამ ეტაპზე, შენობის ბრტყელი და ქანობიანი სახურავების რეაბილიტაცია დიღმის მასივის მე-3 კვარტლის N26 კორპუსში და აკაკი წერეთლის გამზირის N13 კორპუსში მიმდინარეობს, ხოლო ბაგრატიონის ქუჩის N29-სა და დიღმის მასივის მე-3 კვარტლის N5 კორპუსში სამუშაოები უკვე დასრულდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებების საფუძველზე, ერთ მისამართზე მიმდინარეობს სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები, ხუთ მისამართზე - შიდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, ხოლო ერთ მისამართზე უკვე დასრულდა.

აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ და მათი საერთო ღირებულება  143 440 ლარს შეადგენს.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics