03:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-21 13:32:32, 1247 ნახვა

საზოგადოება
ღვინის აღმართზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა

ბარათაშვილის აღმართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა ერთი კვირით ღვინის აღმართზეც შეიზღუდა.

დედაქალაქის მერიამ ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია ერთი თვის წინ დაიწყო.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება ასფალტის საფარი, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ტროტუარები, განახლდება გარე განათება, დამონტაჟდება ახალი მოაჯირები და დეკორატიული სანათები.

პროექტის განხორციელების მიზნით დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები კიდევ ორი თვე გაგრძელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics