04:41 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-20 15:38:48, 1396 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: უმუშევრობის შემცირება მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა როგორც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, ისე დასაქმებულთა რაოდენობა. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, რაც  45.7 ათასს შეადგენს, გამოწვეულია დაქირავებით დასაქმებულთა ზრდის ტენდენციით - აქ ჩვენ დაახლოებით 7%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ჩვენს ეკონომიკაში ახლადდასაქამებული 55.7 ათასი ადამიანია", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ეკატერინე მიქაბაძე ასევე მნიშვნელოვანს უწოდებს თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირების ფაქტს. მისი განცხადებით, ამან უკვე ტენდენციის სახე მიიღო.

„თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლება, მოგეხსენებათ, უკვე  ტენდენციად ჩამოყალიბდა - მათი რიცხვი შემცირებულია როგორც წინა წელთან, ისე წინა კვარტალთან შედარებით. ამჟამად კი თვითდასაქმებულთა რაოდენობა, კერძოდ,  2018 წლის მეორე კვარტალში დაახლოებით 48%-მდეა შემცირებული მთლიანად დასაქმებულთა მაჩვენებელში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, უმუშევრობისა და დასაქმების სტატისტიკა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკური პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისა და სამუშაო ადგილების შექმნისკენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics