03:18 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-19 13:06:22, 1170 ნახვა

საზოგადოება
გრიბოედოვის ქუჩის N16-ში მდებარე ისტორიული შენობა კაპიტალურად გამაგრდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ გრიბოედოვის ქუჩაზე ისტორიული შენობის მარცხენა ფლიგელის კაპიტალური გამაგრება დაიწყო. 

პროექტის ფარგლებში, ავარიული სახლის კონსტრუქციული ელემენტები - საძირკველი და მზიდი კედელი გამაგრდება, შენობის ფანჯრები კი, ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდება.

კაპიტალური გამაგრების სამუშოებს, რომელიც სექტემბერში დასრულდება, მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

გრიბოედოვის 16 ნომერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი თავისი აივნებით ძველი თბილისური სახლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. შენობის თავდაპირველი ნაწილი 1840-იანი წლებით თარიღდება, მე-20 საუკუნის დასაწყისში კი, პირვენდელ ნაგებობას კიდევ ორი შენობა დაემატა.

ძეგლი იმითაც არის გამორჩეული, რომ აღნიშნულ შენობაში, 1852-1858 წლებში, კავკასიის მუზეუმის ეთნოგრაფიული განყოფილება ფუნქციონირებდა, რომელსაც მწერალი და საზოგადო მოღვაწე რაფიელ ერისთავი ხელმძღვანელობდა.

კაპიტალური გამაგრების პროექტს გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics