03:11 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-18 11:15:23, 897 ნახვა

საზოგადოება
იტალიაში სვანეთის დღეები იმართება

18 აგვისტოს იტალიის ქალაქ ბრუნეკში „მთის ხალხების ფესიტავლი" გაიმართება, რომელიც სვანეთის კულტურას მიეძღვნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს რეინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმებში „რიპა" სვანური მატერიალური და არამატერიალური ძეგლების პრეზენტაციას.

სვანური ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციის მიზით, ფესტივალის მონაწილეებისა და სტუმრებისთვის მოწყობა სვანური კულტურისადმი მიძღვნილი საგამოფენო-სადემონსტრაციო სივრცე. ხალხური რეწვის ოსტატების მიერ გაიმართება სვანური ქუდის დაამზადების სცენა, წარმოდეგნილი იქნება სვანური ტრადიციული ინსტრუმენტების შექმნის ისტორია და დამზადების ტექნოლოგია, გაიმართება ლექცია ხეზე ჭრის ტრადიდიციის შესახებ და ქართული ეროვნული სამზარეულოს დეგუსტაცია სვანური მარილის ჩათვლით.

მესნერის მთის მუზეუმების ქსელის მიერ ორგანიზებული „მთის ხალხების ფესტივალი" არის ცნობილი ღონისძიება ფოლკლორის სფეროში, რომელიც ეძღვნება მთის ხალხების კულტურის პოპულარიზაციას, იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ.

რეინჰოლდ მესნერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას" შორის  2017 წელს დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, ცნობილი ალპინისტი იტალიის ქალაქ „ბრუნეკში" პრეზენტაციას გამართავს  სვანეთში, კავკასიის პირველი მთის ცენტრის  მშენებლობის შესახებ. რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც  საქართველოს მთის განვითარების ისტორიისთვის,  ასევე მსოფლიო რუკაზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის. ამასთანავე ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს რეინჰოლდ მესნერსა და „მთის კურორტების განვითარების კომპანიას" შორის.

ფესტივალს დაესწრება იტალიის ადგილობრივი ხელისუფლება, კულტურისა და სამთო ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა დ ხელოვნების ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო" და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics