|
2018-08-09 16:58:42, 2019 ნახვა
პოლიტიკა
„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ - პრეზიდენტობის კანდიდატი სახელის შესაცვლელად იუსტიციის სამინისტროს მიმართავს
პარტია „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საკუთარი სახელის შეცვლას გეგმავს, - ამის შესახებ მან facebook-ის გვერდზე დაწერა. ჯაფარიძემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ ცესკო მას საპრეზიდენტო კანდიდატად პარტიის სახელით არ დაარეგისტრირებს. ჯაფარიძის თქმით, როგორც მას ცესკოში განუმარტეს, იმისთვის, რომ პარტიამ კანდიდატი დააყენოს, ის წინა არჩევნებზეც უნდა იყოს რეგისტრირებული, ხოლო „გირჩს“ აქამდე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. „ცესკო-მ დაგვიდასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ვერ ვიქნები გირჩი / Girchi-ს კანდიდატი. პარტიამ რომ კანდიდატი დააყენოს, წინა არჩევნებზე უნდა იყოს რეგისტრირებულიო და ამ წესს ცესკო ვერ ცვლის, პარლამენტის შესაცვლელიაო. ჩემთვის და გირჩელებისთვის პრინციპული საკითხია, რომ ბიულეტენში ეწეროს გირჩი. საბოლოო ჯამში ჩემთვის ხმის მიცემა, გირჩისთვის ხმის მიცემაა, რადგან ცალკე აღებული ჯაფარიძე არ უდრის გირჩს, ცალ-ცალკე გირჩამდეც გვიკეთებია რაღაცეები, მაგრამ ის რაც არის გირჩი, მხოლოდ ჩვენი ერთობლიობით შეიქმნა“, - წერს ჯაფარიძე. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული საარჩევნო კანონმდებლობა მსხვილ პარტიებს საკუთარ თავზე აქვთ მორგებული და როგორც მსხვილი ბიზნესები, ხელს უშლიან პატარა მოთამაშეების პოლიტიკურ ბაზარზე შესვლას". მისი თქმით, სწორედ ამის გამოხატულებაა ეს კონკრეტული შემთხვევაც“. ასევე, „გირჩის“ლიდერი ხვალ აპირებს, რომ სახელის ცვლილების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს მიმართოს. „გადავწყვიტეთ შემდეგი (იდეის ავტორი Dato Rogava): ხვალ ოფიციალურად მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ ჩემს სახელს დაემატოს ე.წ middle name - ‘გირჩი’ ანუ, რომ გავხდე - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ამ გზით გირჩი მოხვდება საარჩევნო ბიულეტენში. აქვე მინდა მივმართო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო-ს: ვიცი რომ ასეთი ცვლილებების რეგისტრაციისთვის 60 დღე გაქვთ თუმცა, ჩემ შემთხვევაში მგონი ყველასთვის ნათელია რომ ამ ცვლილებას არ ვითხოვ საკუთარი რეალური იდენტობის დამალვის და წარსული ცოდვების მიჩქმალვის მიზნით. შესაბამისად, იქნებ სწრაფად განახორციელოთ ამ საქმის ადმინისტრაციული წარმოება, რათა 1 სექტემბრიდან მომეცეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურების ვადებში განხორციელებისა და კამპანიის სრულფასოვნად წარმართვის შესაძლებლობა. პ.ს. ასევე ვიცი, რომ სახელის შეცვლა მხოლოდ ერთხელ არის კანონმდებლობით ნებადართული და, შესაბამისად, გირჩი სიკვდილამდე დარჩება ჩემს middle name-ად. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“, - წერს ჯაფარიძე.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)