20:12 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-09 16:27:09, 1189 ნახვა

პოლიტიკა
ვარშავაში, რუსეთის საელჩოსთან ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით აქცია გაიმართა.

აქცია პოლონეთში რუსეთის საელჩოსთან ჩატარდა. აქციის მონაწილეები მცოცავი ოკუპაციის შეწყვეტას ითხოვდნენ. 

როგორც აქციის სპიკერმა დავით გამცემლიძემ განაცხადა, "რუსეთი არის ოკუპანტი და საქართველოს დაუძინებელი მტერი".

"იგი იქცევა და არის ტრანს კონტინენტალური კოლონიზატორი. ომი რომელიც დაიწყო 200 წლის წინ სადაც რუსეთი ვერაგულად ღალატობს ყველა პრინციპს და ნორმას", - აღნიშნა მან.

აქციის მსვლელობის დროს მონაწილეებმა რუსეთის საელჩოს საფოსტო ყუთში მომზადებული ბანერები ჩაყარეს, წარწერით "Russia Occupant", "Russia occupied my countries 20%" და ასე შემდეგ.

აღსანიშნავია რომ რიგითი გამვლელები (ფეხით მოსიარულე და ავტომობილით ვინც გადაადგილდებოდა) სოლიდარობას გამოხატავდნენ საქართველოს მიმართ.

აქცია პოლონეთში ქართული დიასპორის ხელშეწყობით ჩატარდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics