|
2018-08-09 10:25:47, 814 ნახვა
პოლიტიკა
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს
8 აგვისტოს უშიშროების საბჭოს დიდი ბრიტანეთის თავმჯდომარეობით გამართულ საბჭოს დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს შორის ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და კონფლიქტის მოგვარების საკითხი. აღნიშნულთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოზე მოხსენებით წარსდგა პოლიტიკურ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილე თაი-ბრუკ ზერიუნი. სხდომის დასრულების შემდგომ აშშ-ს, ნიდერლანდების, საფრანგეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის სახელით სპეციალური განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში კარენ პირსმა. მისი განცხადებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის განთავსებას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში ინტეგრაციის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას და ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესს, რომელიც ზღუდავს ხალხთა შორის კონტაქტს, აფერხებს შერიგების პროცესს და უკიდურესად უარყოფითი გავლენა აქვს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. რუსეთის ქმედებები ადასტურებს, რომ ახლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 2008 წლის ომის დროს. საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ცნობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებლობას, მაგრამ რუსეთის მიერ ამ რეგიონების აღიარება ხელს უწყობს ქვეყნის დანაწევრებას, კონფლიქტის გაგრძელებასა და დესტაბილიზაციას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი რეგიონში. ბრიტანეთის წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს პუნქტიანი შეთანხმება. კარენ პირსმა ყურადღება გაამახვილა იმ ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებზე, რომლებიც წარმოიშვა კონფლიქტის შედეგად - ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის აუცილებლობის, ასევე, გადაადგილების უფლების შეზღუდვის და მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებისათვის საზიანო ქმედებების შესახებ. დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებისა და მათი საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების მიმართ. კარენ პირსმა ასევე მოუწოდა მხარეებს, რომ კოფლიქტის მოგვარების მიზნით, გააძლიერონ მათი ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. მოიწონა საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)