|
2018-08-07 22:46:40, 977 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ქართული საზოგადოება, არასდროს შეეგუება ქვეყნის გახლეჩვას
2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის მიღება გაიმართა. სასახლეში სპეციალურად ამ დღისათვის ფოტოგამოფენა მოეწყო. გამოიფინა ომის და მისი შედეგების ამსახველი ფოტომასალა. გამოფენაზე წარმოდგენილი საქართველოში მოღვაწე ფოტოგრაფების შახვალად აივაზოვის, ლეილა ბლაგონრავოვას, ზურაბ ქურციკიძის, ივანე შლამოვის, ნოდარ ცხვირაშვილის, გიორგი აბდალაძისა და გიორგი ბუხაიძის მიერ გადაღებული უნიკალური ფოტოებით, მთელმა მსოფლიომ შეიტყო რუსული აგრესიის რეალური სახე. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული აგრესია 2008 წლის აგვისტოს ომამდე დიდი ხნით დაიწყო და ჰიბრიდული ომის სახით დღესაც გრძელდება. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებით გამოყო ქართული დიპლომატიის საქმიანობის მნიშვნელობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების მიმართულებით. „10 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის პროცესი არ დასრულებულა, რადგან მოსკოვის ლოგიკა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ არ და ვერ უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ბედი დამოუკიდებლად, არ შეცვლილა. მაგრამ, აგრეთვე არ შეცვლილა ქართველი ხალხის ნება, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ თავად არის საკუთარი ბედისა და მომავლის გამგებელი. ასე იყო საუკუნეების განმავლობაში, ასე გაგრძელდება მომავალშიც და უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ ვიქნებით მოგებული ისევე, როგორც ეს ბრძოლები მოგვიგია ბევრად უფრო დიდ იმპერიებთან, ვიდრე რუსეთია და ბევრად ნაკლები მეგობრით, ვიდრე დღეს საქართველოს ჰყავს. 10 წლის განმავლობაში ეს ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოს მორალის გატეხვის მიმართულებით. რუსეთის მიზანი მარტივია - ჩვენ უნდა დავიჯეროთ ის პროპაგანდა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს არ გააჩნია რუსეთის გარდა სხვა არჩევანი, რომ რეგიონში უსაფრთხოების გარანტორი და უზრუნველმყოფელი არის რუსეთის ფედერაცია და, რომ სხვა ალტერნატივა, გარდა რუსეთის მიერ დალაგებული გეოპოლიტიკისა, რეგიონში მიუღებელია. ეს არის ტყუილი! ტყუილი, რომელიც შეარყია ქართველი ხალხის მედეგობამ. ეს მითი, თითქოს რუსეთის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს დადგეს ფეხზე, ბევრი თვალსაზრისით დანგრეულია და დღეს, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ წარმატებებზე, რომელიც მრავალი მიმართულებით გაგვაჩნია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის პერიოდში გამოჩენილი თავგანწირვისა და თავდადებისათვის, პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის, სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ სტან სტორიმანსი - ტელეკომპანია RTL-ის ოპერატორი, გიგა ჩიხლაძე - ტელეკომპანია „ალანიას" ახალი ამბების რედაქტორი, რომელიც მუშაობდა NEWSWEEK-ის რუსული გამოცემისა და ფრანგული რადიო RFI-თვის და "იტარ-ტასის" ფოტორეპორტიორი ალექსანდრ კლიმჩუკი. საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო ქართველი ჟურნალისტების როლი როგორც აგვისტოს ომის გაშუქების, ასევე ანტიდასავლურ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. „თქვენ უნდა იცოდეთ , რომ ის ომი, რომელიც მიმდინარეობდა აგვისტოს დღეებში, იმ ომის საინფორმაციო ნაწილი, მნიშვნელოვანწილად თქვენი მოგებულია. ის, რომ სამყარომ გაიგო - აგვისტოს ომი იყო თავდასხმა საქარათველოს წინააღმდეგ და ეს იყო ომი; ის, რომ იმ დღეებში კარგად მომზადებული კიბერშეტევის პარალელურად, ქართველმა ჟურნალისტებმა მოახერხეს და გაიტანეს სიმართლე, მათ შორის, თავის ჯანმრთელობისა და სიცოცოხლის ფასად - არის გამარჯვება, რომელიც თქვენ მოუტანეთ სამშობლოს. აგრეთვე, დღეს მინდა აღვნიშნო ჩვენი შეიარაღებული ძალების სერიოზული წარმატება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. სულ ახლახანს დავბრუნდი ნატოს სამიტიდან, სადაც ამაყად ვიყავით წარმოდგენილი სწორედ იმიტომ, რომ შეიარაღებული ძალები, საქართველოს ჯარისკაცები ქართულ დროშას ძალიან ამაყად და მაღლა წევენ, იქნება ეს ავღანეთი, მალი, თუ იყო ეს სხვა მისიები - კოსოვო, თუ ერაყი. ჩვენ ჯერჯერობით ვართ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა, მაგრამ გამარჯვება, საქართველოს გამთლიანება გარდაუვალია და ამ გარდაუვალობის გარანტი არის ქართული საზოგადოება, რომელიც არასდროს არ შეეგუება და ხელს არ მოაწერს ქვეყნის გახლეჩას", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ეროვნული მედეგობის ცენტრის დაფუძნებას ითვალისწინებს. აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ასევე გაიმართა თომა ჩაგელიშვილის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჰიბრიდული ომი" ჩვენება, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მომზადდა.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)