|
2018-08-07 15:39:58, 857 ნახვა
სამართალი
ყალბი მონაცემებით მედიკამენტების ექსპორტის მცდელობა გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო დოკუმენტაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტის ექსპორტის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მედიკამენტების რეალიზატორმა კომპანიამm2018 წლის 2 აგვისტოს, საქართველოდან უზბეკეთის რესპუბლიკაში ექსპორტის მიზნით, საბაჟოზე წარადგინა გენეტიკური დაავადებით – ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა სამკურნალოდ განკუთვნილი 335 280 აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტი „ემოკლოტის“ 1 524 ფლაკონი. “გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ საბაჟოზე წარდგენილ ინვოისში არასწორად იყო მითითებული მედიკამენტის დოზირება (1000 ს.ე/10 მლ.-ის ნაცვლად დაფიქსირებული იყო 500 ს.ე/10 მლ). ამასთან, იმის გამო, რომ იმპორტიორ ქვეყანაში მედიკამენტი რეგისტრირებულია განსხვავებული შეფუთვით, ექსპორტიორმა კომპანიამ მედიკამენტის ოფიციალური მწარმოებლის თანხმობის გარეშე, საქართველოში კუსტარულად, სათანადო წესებისა და პირობების დარღვევით, მოახდინა ყველა ფლაკონის გადაფუთვა და ეტიკეტირება. გარკვეული ოდენობის მედიკამენტის ეტიკეტზე ვარგისიანობის გაზრდილი ვადა იყო მითითებული და ნაცვლად 2019 წლის სექტემბრისა, მედიკამენტის ვარგისიანობის ვადად 2022 წელი ეწერა. ამ ეტაპზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები მედიკამენტების შიგთავსის და მათი ვარგისიანობის დადგენის მიზნით", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)