12:58 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-07 15:16:41, 3245 ნახვა

მსოფლიო
კარასინი: 2008 წელს სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და როგორც ეს აზარტული მმართველების შემთხვევაში ხდება, წააგო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მაგალითზე თბილისი და სხვა დედაქალაქები უნდა მიხვდნენ, რომ ნებისმიერი აგრესია დასჯადია.

როგორც კარასინმა "სპუტნიკ-ოსეტიასთან" ინტერვიუში განაცხადა, დღეს საქართველომ თავისი გადაწყვეტილება უნდა ინანოს.

„მაშინ მიხეილ სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და როგორც ეს ხდება აზარტული და უპასუხისმგებლო მმართველების შემთხვევაში, მან წააგო. სამხრეთ ოსეთში სისხლიანი აგრესიის შემდეგ, მან სრულიად ახალი რეალობა მიიღო, რაც ახალგაზრდა სახელმწიფოების წარმოშობაში გამოიხატება. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებს ვავითარებთ და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კარასინმა და დასძინა, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, როგორც სახელმწიფოები - შედგნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics