00:24 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-07 13:20:53, 536 ნახვა

რეგიონი
„ეს პოლიტიკა მსოფლიოსგან ჩვენს იზოლირებას ეფუძნება“ - ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის დ-ეფაქტო საგარეო უწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ფედერაცია ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით FIFA-ს მიმართავს.

როგორც ე.წ. უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო "აფხაზეთის რესპუბლიკის იზოლირებას ცდილობს". 

"თბილისის მანიაკალური მისწრაფება" ნებისმიერი ხერხით შეზღუდოს აფხაზი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა, არის საქართველოს უცვლელი პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ, რაც ძველ სტერეოტიპებსა და მსოფლიოსგან ჩვენს იზოლირებას ეფუძნება", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება 4 აგვისტოს გაავრცელა. ფედერაციამ ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ მატჩზე FIFA-ს მიმართა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics