|
2018-08-06 17:43:10, 1689 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება
საქართველოს პარლამენტის თავ,ჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება. როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გაართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება გუნდში სრული კონსენსუსის საფუძველზე მიიღეს. "დღეს შედგა პარტიის შეხვედრა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი განვიხილეთ. მათ შორის მივიღეთ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" მონაწილეობის თეობაზე. მსჯელობის საფუძველზე საერთო ტანხმობით მიღებული იქნა პრინციპული გადაწყვეტილება, რომ "ქარტული ოცნება" არ წარადგენს თავის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში. აღიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული შემდეგ მოსაზრებებზე დაყრდნობით - საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ხალხის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმაცია ხორციელდება საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. ხალხი ირჩევს პარლამენტს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებ და აყალიბებს მთავრობას, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ამ სისტემაში პრეზიდენტს არ აქვს მინიჭებული პოლიტიკური ძალაუფლება და მას არსებითად ეკისრება წარმომადგენლობითი ფუნქციები. საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტი არც განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას და არც ახორციელებს მას. იგი ვერ წარსდგება პოლიტიკური პროგრამით საზოგადოების წინაშე. საპარლამენტო დემოკრატიაში პრეზიდენტი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ზეპარტიული, უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც არ ერთვება პარტიულ, პოლიტიკურ დაპირისპირებაში, არამედ თვალყურს ადევნებს და ობიექტურად აფასებს ქვეყნის მდგომარეობის უმიშვნელოვანეს საკითხებს. პრეზიდენტის პოსტზე პარტიული კანდიდატის არჩევის პირობებში, პრეზიდენტს გაუჭირდება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქციის სათანადოდ შესრულება. პრეზიდენტის პოსტზე "ქართული ოცნების" კანდიდატის არჩევა მით უფრო არასასურველია დღეს, იმ პირობებში, როდესაც "ქართული ოცნება" მყარი უმრავლესობით არის წარმოდგენილი ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობის ორგანოებში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს არა ერთი კანდიდატი, რომელსაც პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეუძლია, "ქართული ოცნება" უარს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატის წარდგენაზე. ამასთან ჩვენ ვაცნობიერებთ, როგორც მმართველი პარტიის პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით "ქართულ ოცნებას" ექნება მკაფიო პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ შესაძლოა ღიას დავუჭროთ მხარი არჩევნებში მონაწილე, რომელიმე უპარტიო, დამოუკიდებელ კანდიდატს ან შესაძლოა, სულაც უარი ვთქვათ, რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე თუ აშკარა იქნება, რომ ჩვენი აქტიური ჩარევის გარეშეც შესაძლებელი იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა. შევთანხმდით, რომ ამ უკანასკნელ საკიტხზე გადაწყვეტილება, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება მოგვიანებით, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატთა სრული სპექტრი იქნება დასახელებული. ჩვენი დრევანდელი გადაწყვეტილება, შეიტანს უდიდეს წვლილს პრეზიდენტის ინსტიტუტის განვითარების სწორი ტრადიციის ჩამოყალიბებაში", - განაცხადა კობახიძემ.
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)