22:19 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-06 10:35:16, 615 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს დღეიდან დაიწყებს

„ნიშანდობლივია ნინო გვენეტაძის განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მე მინდა რომ ეს გადადგომაც არ იყოს ისევე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ის დღეიდან დაიწყებს კონსულტაციებს ახალი უზენასი სასამართლოს თავჯდომარის შერჩევისთვის.

„სასამართლო სისტემაში უმაღლესი თანანმდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ხდება განსაკუთრებით რთული თუ თვალს მივადევნებთ, იმ მოვლენებს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა. არაერთი მოსამართლე ან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსამდა იმ მძიმე ფონს, რომელიც არის სასამართლო სისტემაში. იგივე საკითხზე ჩვენ ყოველდღიურად გვესმის კრიტიკა და შეშფოთება, ჩვენი საერთაშორისო პარტინორებისაგან და მეგობრებისგან, მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივი არის თავად, ქალბატონი ნინოს განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მე მინდა, რომ ეს გადადგომაც არ იყოს ისევე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ქვეყანაში. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, იქ არსებული მდგომარეობის თვისობრივად შეცვლა არის ჩვენი დემოკრატიის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. აქედან გამომდინარე, ორშაბათიდან ვიწყებ ფართო კონსულტაციებს, რომელიც  მოიცავს უაღრესად გახსნილ, დემოკრატიულ ჩართულობას ყველა იმ პირისა, რომელსაც ძალუძს დაეხმაროს სახელმწიფოს ახალი უზენასი სასამართლოს თავჯდომარის შერჩევაში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან 2 აგვისტოს გადადგა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics