00:07 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-04 11:09:23, 1232 ნახვა

სამართალი
შსს-მ გურიაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ს., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, დაბა ურეკში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 132 აბი „სუბოქსინი“, 21 აბი „ექსტაზი“, 3,2 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მორფინის მარილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას დ.ს. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics