12:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 17:27:44, 1310 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, გადადექი და შენი ბრალია ყველაფერი, იყო ცარიელი წყალი

„კითხვების არარსებობა და სიმწირე ჩემდამი მიანიშნებს იმას, რომ არც არასდროს ყოფილა რეალური კითხვები და ის დიდი შეურაცხყოფის, თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, გადადექი და შენი ბრალია ყველაფერი, იყო ცარიელი წყალი“,- ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო სხდომაზე, მისი გამოკითხვის რეკორდულად სწრაფად დასრულება.

იუსტიციის მინისტრი კომისიისგან კანონის უზენაესობისა და დემოკრიის ხარისხზე შეკითხვებს ელოდა.

„მე არ ველოდი რომ სულ 5 წუთი დავყოფდი დარბაზში დროს, რადგანაც მეგონა, ვისაუბრებდით, მაგალითად იმაზე, რომ  2017 წელს მსოფლიოს 120 ქვეყანაში, საქართველო იყო, კანონის უზენაესობის ინდექსში 38-ე, რომ საქართველო, პირველია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, დემოკრატიის ხარისხისა და კანონის უზენაესობის კუთხით. მეგონა, რომ ამაზე ვისაუბრებდით. პრაქტიკულად, კითხვების არარსებობა და სიმწირე ჩემდამი მიანიშნებს იმას, რომ არც არასდროს ყოფილა რეალური კითხვები“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოკითხვა დაახლოებით 5 წუთი გაგრძელდა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics