|
2018-08-03 16:43:28, 1613 ნახვა
სამართალი
თეა წულუკიანის გამოკითხვა საგამოძიებო კომისიაში რამდენიმე წუთი გაგრძელდა
ხორავას ქუჩის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოკითხვა დაახლოებით 5 წუთი გაგრძელდა. თეა წულუკიანისთვის კითხვების დასმა "ქართული ოცნების" წევრებს უნდა დაეწყოთ. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მისთვის კომისიის სხდომაზე თეა წულუკიანის დაბარება მიუღებელია. კერძოდ, მისივე განმარტებით, მინისტრი არ იცნობდა საქმის დეტალებს და შესაბამისად მის გამოკითხვას აზრი არ ჰქონდა. ამის შემდეგ, კითხვები "ევროპული საქართველოს" წევრებს უნდა დაესვათ. კითხვები კომისიის მდივანს ოთარ კახიძეს ჰქონდა. მან წულუკიანს მხოლოდ 3 კითხვა დაუსვა: იცნობდა თუ არა ის მირზა სუბელიანს; მინისტრმა აღნიშნულ კითხვებს კონკრეტული და მოკლე პასუხები გასცა, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ მას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)