|
2018-08-03 16:04:40, 957 ნახვა
სამართალი
გახარია: ხშირ შემთხვევებში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული უფრო რთული გამოსაძიებელია, ვიდრე სრულწლოვანების
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამოძიების ვადის გახანგრძლივების აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა განმარტა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში არსებული შეზღუდვა 40 დღეზე უნდა შეიცვალოს. „რაც შეეხება თვითონ გამოძიების პროცესს, კიდევ ერთი დასკვნა, რომელიც იმ 30 დღის განმავლობაში გავაკეთეთ, გახლავთ ის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ მაგალითად და მოგმართავთ სულ მალე თხოვნით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ეს შეზღუდვა 40 დღეზე უნდა შეიცვალოს. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევებში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული უფრო რთული გამოსაძიებელი, ვიდრე სრულწლოვანების და ეს შეზღუდვა, რეალურად, რა ობიექტური არგუმენტებით არის გაკეთებული არ ვიცით. ალბათ, ესეც გასაკეთებელია და ასეთი დასკვნები გავაკეთეთ ბევრი. შესაბამისად ჩვენ ვამბობთ, რომ იმ შემთხვევაში როდესაც არ ჩატარდა კალანდიას სახლში ჩხრეკა, არ ჩატარდა რაღაც გარკვეული სატელეფონო საუბრების ამოღება - რა თქმა უნდა, ეს შეგვიძლია შევაფასოთ ხარვეზად და თქვენ ამის ობიექტური საშუალება გაქვთ. და ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ რატომ აკეთებთ ამას?! არა, უბრალოდ მარტივ კითხვას ვსვამთ, როცა ამბობთ, რომ ეს არის ხარვეზი, უნდა მომიტანოთ მაშინ მე მაგალითი პირდაპირი და კონკრეტული რა მიზანშედეგობრივი კავშირი ჰქონდა ამას დამდგარ შედეგთან,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)