15:45 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 11:40:19, 1056 ნახვა

სამართალი
„საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან ველოდები პოლიტიკურ შოუს“ - პარლამენტში გახარია და შოთაძე იკითხებიან

საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან ველოდები არა საგნობრივ მსჯელობას, არამედ ველოდები პოლიტიკურ შოუს, რომლის დადგმას აუცილებლად შეეცდებიან, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყების წინ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოფო კილაძემ განაცხადა.

კილაძის თქმით, თუ რაიმე კითხვა არსებობს ყველა თანამდებობის პირი პარლაენტში გამოცხადდება. 

“დღეს კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ საპარლამენტო კონტროლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. დღეს გამოკითხვაზე იქნებიან ყოფილი მთავარი პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე იუსტიციის მინისტრი, რაც არის იმის დამამტკიცებელი, რომ საპარლამენტო კონტროლი რეალურად არის გაზრდილი. თუ რაიმე კითხვა არის, ყველა თანამდებობის პირი პარლამენტში მოვა და კითხვებზე პასუხს გასცემს“, - განაცხადა სოფო კილაძემ. 

ცნობისთვის, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც კომისიის წევრები შს მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს კითხავენ. 15:00 საათზე კომისია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს გამოკითხავს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics