|
2018-08-01 16:18:47, 510 ნახვა
რეგიონი
პოლიფარმაციის მართვის საკითხებზე პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
პოლიფარმაციის მართვის საკითხებზე სოციალური მოსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ორგანიზებითა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოხსენება კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ხელშეწყობის კავშირის თავმჯდომარემ პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, კლინიკო-ფარმაკოლოგმა, რუსუდან ჯაშმა წარადგინა. შეხვედრა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ გახსნა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პოლიფარმაციის მართვის მიზნით 2018 წლის 16 ივლისიდან მოქმედებს ექიმის დანიშნულების გადამოწმების ახალი ინსტრუმენტი. თუ პაციენტს სურვილი აქვს ექიმის დანიშნულება გადაამოწმოს და ის ელექტონული რეცეპტია უნდა გაგზავნოს მისამართზე: http://eprescription.moh.gov.ge/login.php, თუ რეცეპტი არ არის გამოწერილი ელექტრონულ ფორმატში, დანიშნულების ფურცელი უნდა წარადგინოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ ფილიალში, სადაც ოპერატორი დოკუმენტს ელექტრონულად ატვირთავს ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტბრუნვის სისტემაში და თქვენი დანიშნულების ფურცელი ამ გზით გადაიგზავნება პოლიფარამციის შემსწავლელ სამუშაო ჯგუფთან. პაციენტების მიერ გადამოწმების მიზნით გაგზავნილ დანიშნულებებს შეისწავლის სამინისტროში შექმნილი პოლიფარმაციის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის მიერ გადამოწმდება დანიშნულება, რომელიც მოიცავს ხუთ და მეტ მედიკამენტს. ამასთან, აღნიშნული დანიშნულებით მკურნალობა ან უნდა მიმდინარეობდეს, ან არ უნდა იყოს დაწყებული (დანიშნულების მატერიალური ფორმის არსებობისას ინფორმაცია უნდა მიუთითოთ თავად დანიშნულების ფურცელზე, ხოლო ელექტრონული რეცეპტის შემთხვევაში -სისტემაში უნდა აირჩიოთ მკურნალობის სათანადო სტატუსი-მკურნალობა მიმდინარეობს/არ არის დაწყებული). ამავდროულად, მატერიალური ფორმით წარმოდგენილი „დანიშნულების ფურცლის“ შემთხვევაში, ის უნდა იყოს წაკითხვადი, ტექნიკური ხარვეზების გარეშე. პოლიფარმაციის მართვის საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია და გადამოწმების ინსტრუქცია იხილეთ: http://moh.gov.ge/ka/687/
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)