|
2018-08-01 12:50:17, 1195 ნახვა
სამართალი
თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცს დაზიანებები თავის არეში, სავარაუდოდ ბლაგვი საგნით ან ცივი იარაღით, აქვს მიყენებული. ის ახლობლებმა საცხოვრებელი სახლის ეზოში იპოვეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ტარდება. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. "მიმდინარე წლის 1 აგვისტოს თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილ იქნა 1979 წელს დაბადებული დ.ჯ.-ს ცხედარი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში დაზიანება აღენიშნება. დ.ჯ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა", - აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)