2018-08-01 11:37:02, 590 ნახვა
პოლიტიკა
რესპოდენტთა 81%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს - კვლევა
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს.
კერძოდ, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 81%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, 12%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია, ხოლო 6%-მა განაცხადა, რომ ხსენებულ კითხვაზე პასუხი არ იცის.
ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1,9 პროცენტია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
ავტორი: ,