|
2018-07-31 18:13:14, 1160 ნახვა
სამართალი
შსს: პირველადი ინფორმაციით, ლისის ტბაზე ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდებოდა
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა. როგორც "ექპსრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების საფუძველზე დაიწყო "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილებამ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების საფუძველზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 31 ივლისს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნივთმტკიცებად ამოიღეს მოქალაქე გ.ს.-ს მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული ე.წ. მაინერები, რომელთა საშუალებითაც, პირველადი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდებოდა", - აცხადებენ უწყების პრესსამმსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)