22:54 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 13:47:51, 757 ნახვა

კომენტარი
ბესელია: მარიხუანას მოხმარების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება მომხმარებლებზე აბსოლუტურ დაშვებას არ ნიშნავს

"მარიხუანას მოხმარების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებლებზე აბსოლუტურ დაშვებას არ ნიშნავს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა.

ბესელიას თქმით, უნდა განისაზღვროს ადგილები, სადაც მარიხუანას მოხმარება დაშვებული იქნება. დეპუტატის განმარტებით, აკრძალვები საჯარო სამსახურებს და იმ პროფესიის წარმომადგენლებს შეეხება, რომელზეც ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.

„ეს იქნება გამკაცრება, თუ ეს იქნება, აკრძალვის არსებული მექანიზმის დატოვება, ეს კანონმდებლის გადასაწყვეტია. ამ მხრივ სასამრთლომ დატოვა თავისუფალი სივრცე და თქმა, რომ ეს არის კანონდმებლის ნება. მე პირადად, მიმაჩნია, რომ ეს სფეროები უნდა იყოს, დიახ, მკაცრად დაცული. იმიტომ, რომ ისეთი დაწესებულებები, რომელიც საგანმანათლებლო-სააღმზრდელოა, ბავშვებთან აქვს ურთიერთობა, არასრულწლოვნების, განსაკუთრებით შემთხვევებში, ძალოვანი უწყებები და ა.შ. ასეთი უწყებები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მკაცრად დაცული, რომ იქ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაიშვებოდეს, კულტივაციის ნაწილში სასჯელი არის შეუსაბამო, ოღონდ ეს წინა გადაწყვეტილებაა, სანქცია მაღალია, თავისუფლების აღკვეთა, მძიმე დანაშაულში გადის. გაეროს კონვენცია, რომელსაც ჩვენ შეერთებული ვართ და სავალდებულოა, რომ ქვეყანამ რეალიზაცია, ანუ მოყვანა გახადოს კონტროლის ქვეშ და პასუხისმგებლობა არსებობდეს. კონვენცია ამას პირდაპირ ამბობს, ანუ სრულად ამის დაშვება არ არის შესაძლებელი, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ, რაც თქვა, რომ გარკვეული ოდენობის მიხედვით სანქცია იყოს რელევანტური, ამ მხრივ ჩვენ მოგვიწევს გადავხედოთ ჩვენს სასჯელებს, რომ შესაბამისობაში მოვიდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
 

შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე არსებული სანქციები არაკონსტიტუციურად ცნო





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics