|
2018-07-31 13:06:12, 1080 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ბექა წიქარიშვილი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ლიდერი ბექა წიქარიშვილი 100 ლარით დააჯარიმა. საქმის მოსამართლემ წიქარიშვილი პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში გაამართლა, თუმცა საქმე ასევე წვრილმანი ხულიგნობასაც ეხებოდა. როგორც წიქარიშვილმა სხდომის დაწყეამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის გაუგებარია წაყენებული ბრალდებების არსი. „შეკრებილები, სადაც ვიყავით იქიდან, იმის გამო, რომ ხელში მეჭირა რუპორი, მომიპარეს და 7 საათის განმავლობაში ვიყავი თავისუფლება აღკვეთილი უკანონოდ. ამის მიუხედავად, პოლიცია დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას მედავება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც გაიზიარა სასამართლომ“, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა. ცნობისთვის, 12 მაისის ღამეს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი, ბექა წიქარიშვილის დააკავეს. მას ბრალი ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჰქონდა წაყენებული.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)