|
2018-07-31 12:48:58, 1004 ნახვა
სამართალი
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: ინფორმაცია, რომ საქმეში FBI არის ჩართული, ჭორია
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე საქმეში არსებულ ახალ დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გამოძიებაში FBI-ის ჩართულობის შესახებ ინფორმაციას სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ისევ არ აღიარებს კკერძოდ ადვოკატის მტკიცებით, მალხაზ კობაური, მისთვის უცხო ორი პირის გარდა, დანაშაულის ჩადენაში სხვა პირების მონაწილეობაზეც საუბრობს. „რატომ არ არის ამ ეტაპზე გამოკვლეული და შესწავლილი ვინ გადაადგილდებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე და ასევე რატომ მიაცემინეს ასეთი ჩვენება კობაურს იძულების წესით? ესეც კითხვის ნიშნებს ბადებს. რატომ სხვა ვერსიაზე არ მუშაობს ბრალდების მხარე? დაცვის მხარე არ დაუშვებს, რომ ბრალდების მხარემ გააჩინოს საზოგადოებაში აზრი, რომ კობაურმა ეს დანაშაული ჩაიდინა, ეს რეალობას არ შეესაბამება. მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებაში გავრცელდა ჭორი, რომ FBI საქმეში ჩართული, მაგრამ ესეც ჭორია“, - განაცხადა კობაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)