|
2018-07-27 14:19:20, 710 ნახვა
სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ორი პირი მისცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი იზა წ, ხოლო დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში მცხოვრები მოქალაქე კახა ბ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ კახა ბ-მ, რომლის ოჯახსაც ზუგდიდის ადგილობრივი არქივის მონაცემებით ერიცხება 7700 კვ.მ ფართობის საკარმიდამო ნაკვეთი, გადაწყვიტა აღნიშნული ჩანაწერის გამოყენებით თაღლითური გზით, მის სახელზე დაერეგისტრირებინა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში, მის ნაკვეთთან ახლოს მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 6001 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ამ მიზნით საკადასტრო აზომვითი ნახაზი შეადგინა. მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა იზა წ-მ არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, სათანადოდ არ გამოიკვლია წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გამოსცა ბრძანებები, რომელშიც მიუთითა, რომ კახა ბ-ს მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. აღნიშნული დოკუმენტის გამოყენებით კახა ბ-მ 6001 კვ.მ. ფართობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 30005 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი მის სახელზე უკანონოდ დაირეგისტრირა. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)