|
2018-07-27 14:14:24, 892 ნახვა
სამართალი
შსს: წელს 98 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს უწყებამ 98 ნარკორეალიზატორი დააკავა. როგორც ჭელიძემ აღნიშნა, ნარკოდანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულთან, მათ შორის ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღებასთან აქტიურ ბრძოლას. ს "ამართალდამცველების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო პერიოდში გახსნილია ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკომომხმარებლებში „ვარდისფერი ამფეტამინის“ სახელით ცნობილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე და გადაუდებელი აუცილებლობით, თბილისსა და კახეთში 5 პირი: 1994 წელს დაბადებული ზ. ლ, 1992 წელს დაბადებული რ. ე, 1997 წელს დაბადებული ქ. შ, 1997 წელს დაბადებული ა.ლ. და 1998 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით, ბრალდებულთა გადაადგილების მარშრუტებს აკვირდებოდა, სწავლობდა დანაშაულებრივი საქმიანობის ტაქტიკას და ფინანსურ რესურსებს. ასევე, სამართალდამცველებმა სასამართლო განჩინებების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულების მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების დადების ფოტო-ვიდეო გადაღება. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)