|
2018-07-27 13:07:41, 753 ნახვა
სამართალი
დაცვის პოლიციის თანამშრომელი: რამდენიმე სამართალდამცველი დამესხა თავს - მეუღლესთან მხოლოდ კამათი მქონდა
დაცვის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს ფიზიკურად ძალადობაში ადანაშაულებს. ჯავახიშვილი სამართალდამცველებმა უწყებაში დისციპლინარული სამართალწარმოების გამო დაიბარეს. დაცვის მხარის მტკიცებით, ჯავახიშვილს ფორმიდან სამხრეები ჩამოახიეს და მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. "იწყება სიტყვიერი შეურაცხყოფა, მე ვაპროტესტებ, რომ აქ არის პოლიცია და სიტყვიერ შეურაცხყოფას არ უნდა ჰქონდეს ადგილი, რაზეც უფრო ღიზიანდებიან. რამოდენიმე ადამიანი მესხმის თავს, მიჭერს და ფიზიკურად მისწორდება. დააფიქსირა ჩემმა მეუღლემ, რომ მე იმასთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, იყო ჩვეულებრივი კამათი, რის გამოც გამოიძახა საპატრულო პოლიცია", - განაცხადა ივანე ჯავახიშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაცვის პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის გენერალურ ინსპექციაში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, დაცვის პოლიციის თანამშრომელი მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სამხრეები საკუთარი ხელით დაიხია.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)