|
2018-07-26 18:24:08, 803 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: ტყის კოდექსი მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მას პარლამენტში განხილვები და მხარდაჭერა დასჭირდება
„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სატყეო კოდექსზე მუშაობს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვის კოდექსი მთავრობაზე იქნება წარდგენილი. “ტყეზე არაერთხელ გვისაუბრია და ვამბობდით ყოველთვის, რომ ტყის მდგრადი მართვის საკითხი არის ძალიან კომპლექსური. საქართველოში ბევრი წლის განმავლობაში ტყის მართვასთან დაკავშირებით დაგროვილია ბევრი პრობლემა. ტყე გამოიყენება სოციალური დანიშნულებით, არადა ტყეს გააჩნია როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და ეკოლოგიური ფუნქცია. ჩვენ მდგრადი მართვის პრინციპებით უნდა ვმართოთ ტყე. ჩვენი რეფორმები იქნება რამდენიმე მიმართულებით, ეს უკავშირდება კანონმდებლობის მოწესრიგებას, ვფიქრობთ, მომავალ კვირას მთავრობაზე წარმოვადგენთ ახალ სატყეო კოდექსს, რომელიც ტყის მდგრადი მართვის ახალ საკანონმდებლო საფუძველს შექმნის. ეს კოდექსი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, მას პარლამენტში დასჭირდება განხილვები და მხარდაჭერა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, დღეს ტყე გამოიყენება საშეშე და გათბობის მიზნით და ეს შესაცვლელი იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი ძალიან სერიოზულ რეფორმას მოითხოვს და ამაზე პრემიერი თავის ეკოპოლიტიკაში ისაუბრებს.
(NS)
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)