14:14 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 18:12:55, 1024 ნახვა

სამართალი
„არ ვარ კრიმინალი, რომ ამდენ ხანს ვიჯდე ციხეში“ - სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი პატიმრობაში დატოვა

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი რუსთავის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

სასაართლო სხდომაზე აბაზოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე მსჯელობდნენ. თავად თემურ აბაზოვი ბრალს არ აღიარებს და საკუთარ უდანაშაულობაზე საუბრობს:

„მე არ ვარ კრიმინალი, რომ ამდენ ხანს ვიჯდე ციხეში. ორი თვის მერე ბატონი პროკურორი ხელცარიელი მეჯდება წინ. ორი თვის წინ ჩვენ დაგვცინოდნენ პროკურორები, ადვოკატებსაც, მაგრამ დღეს ხელცარიელი ზის. დამატებითი ორი თვე რისთვის უნდა ვიჯდე?! არასწორი ნაბიჯი იყო პროკურატურის მხრიდან. უცებ აიტაცა ტელევიზიამ, მელია-სააკაშვილი ჩაერთო. ამას დაერთო აქციები, ვინაიდან ივანიშვილის ახლობელი ვიყავი, დარეკეს ზემოდან, ქვეყნის პირველ პირებს ვგულისხმობ, რომლებიც შემდეგ წავიდნენ. ტელევიზიის ინფორმაციის საფუძველზე დამაკავეს“, - განაცხადა პროცესის მიმდინარეობისას თემურ აბაზოვმა. 

ცნობისთვის, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევას უკავშირდება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics