21:51 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 12:30:31, 1013 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - თუ გიორგი მღებრიშვილს რაიმე დარღვევა აქვს, საგამოძიებო უწყებები გასცემენ პასუხს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გიორგი მღებრიშვილის მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლას გამოეხმაურა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება თავად მღებრიშვილმა მიიღო.

„გიორგი მღებრიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც მე დავეთანხმე. მე განვაცხადე, რომ ჩვენ ამ სამსახურში გვაქვს ძალიან პრინციპული ხასიათის ახალი გამოწვევები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებია გასაკეთებელი. ჩვენ წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა ეს არ არის სამწუხაროდ საკმარისი, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც შეეხება მსგავსი რისკების შემცირებას“, - განაცხადა ბახტაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, უკავშირდება თუ არა მღებრიშვილის თანამდებობიდან წასვლა უწყებაში რაიმე დარღვევებს, ბახტაძემ ასე უპასუხა: „თუ რაიმე დარღვევა აქვს მას, საგამოძიებო ორგანოები გასცემენ შესაბამის პასუხს, ეს მათი კომპეტენციაა“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics