|
2018-07-25 19:23:13, 1090 ნახვა
სამართალი
ნათია მეზვრიშვილი კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა - კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრას ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა და ადამიანის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საგამოძიებო რეფორმის კონცეფცია გააცნო და მათი რეკომენდაციები მოისმინა. დისკუსია გაიმართა ასევე ე.წ. წინასაგამოძიებო საქმის წარმოების პრობლემატიკაზე და მისი მოგვარების გზებზე. კრიმინალური პოლიციის მიმდინარე რეფორმა საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციების გამიჯვნას, გამოძიების პროცესში გამომძიებლისა და პროკურორის კომპეტენციების მკაფიო განსაზღვრას, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებას, გამოძიების ხარისხის ამაღლებას და პოლიციაში მიღების წესის დახვეწას გულისხმობს. რეფორმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ხედვა და უკვე გადადგმული ნაბიჯები ფართო საზოგადოებისთვის შემოდგომაზე გახდება ცნობილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)