|
2018-07-25 17:14:26, 710 ნახვა
კომენტარი
კონსტანტინე სირაძე: ზაზა სარალიძესთან შეხვედრაზე არც ფარდულის და არც დანის გაღუნვის თემა არ გაჟღერებულა
ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილემ, კონსტანტინე სირაძემ, ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. „როდესაც მე დავინიშნე თანამდებობაზე გამოვთქვი სურვილი რომ შეხვედროდი ბატონ ზაზას და ეს შეხვედრა შედგა, მას ახლდა ადვოკატი და შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბატონი ზვიადი. მე მას ვუთხარი, რომ დღევანდელი მოცემულობით გვყავს ორი მსჯავრდებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიება დასრულდა. მან ახსენა საუბრისა დროს, რომ ამ დანაშაულში მონაწილეობდა მ.კ მე ვუთხარი, რომ ნებისმიერი პირი, ვინც მონაწილეობდა იმ ინციდენტში წარმოადგენდა ჩემი ინტერესის სფეროს, მე მას ვუთხარი, რომ ნებისმიერი პირის მიმართ თუ გამოიკვეთება დანაშაული, მე მზად ვარ დავიწყო სისხლისსამართლის დევნა. ასევე ავუხსენი, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მ. კ. გფიზიკურ შემხებლობაში იყო თქვენ შვილთან, ვერ გახდებოდა დევნის დაწყების საფუძველი, თუმცა თუ იქნებოდა სხვა დეტალი, აუცილებლად მოყვებოდა ჩვენი მხრიდან რეაგირება. მე მას ვკიტხე, თუ ჰქონდა რაიმე კონკრეტული დეტალი, ეთქვა ჩემთვის, რომ დაგვეწყო მუშაობა. მან მითხრა, რომ ბავშვები თქვენთან არ ამბობენ არაფერს, მაგრამ ჩემთან იძახიან. მე ისევ ვუთხარი, რომ თუ იქნებოდა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ჩემთვის უცნობი იყო, აუცილებლად ეთქვა ჩემთვის. იმ შეხვედრაზე არ გაჟღერებულა არც ფარდულის, არც დანის თემა. ეს შეხვედრა შედგა მარტის დასაწყისში. ერთადერთი მისი პოზიცია იყო ის, რომ მე ვიცი რომ დამნაშავე არის მ.კ. და ახსენა მეორე პირიც. მას ზვიად ფხაკაძემ უთხრა, რომ თუ გულისხმობთ გ.მ. - ს, ამ ეტპზე არ არსებობს მის მიმართ მტკიცებულება, მაგრამ თუ გაქვთ რაიმე ხელჩასაჭიდი, აუცილებლად უნდა გადმოგვცეთ თქო. ეს იყო ბოლო შეხვედრა", - განაცხადა სირაძემ.
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)