|
2018-07-25 01:30:44, 1158 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილმა ოპონენტებს მოუწოდა, „ქართუ ბანკში“ მივიდნენ და შეამოწმონ, ის ამ ბანკით მდიდრდება, თუ არა
„ქართუ ბანკი“ თავის დროზე იმისთვის გავხსენი, რომ ისევ ამ სისტემას დავხმარებოდი, რამეთუ ვიცი, რომ ქვეყანაში საბანკო სისტემა აუცილებლად უნდა იყოს, თორემ ეკონომიკა ისე ვერ განვითარდება, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. „ქართუ ბანკი“ არ შედის იმ ბანკების რიცხვში, როგორიცაა „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“, რომლებიც ყველაზე რენტაბელური ბანკები არიან. მე დღესაც ამას ვამბობ, რომ ქვეყანაში საბანკო სისტემა აუცილებლად უნდა იყოს, თორემ ეკონომიკა ისე ვერ განვითარდება და ვინმეს ცდუნება არ გაუჩნდეს, რომ მე „საქართველოს ბანკის“, ან „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგი ვარ. თუ რამეში დავჭირდები, დღესაც მზად ვარ, მათ დავეხმარო. მე ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მთელი საქართველო ბანკის ვალებში რომ არ ჩაიძიროს, ეს პროცესი თავისთავად დასარეგულირებელია და ამის ვალდებულება სახელმწიფოს აქვს. ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, კარგია, რომ ქვეყანაში ორი დიდი ბანკი არსებობს, მაგრამ უნდა, მესამე ბანკიც გაჩნდეს, რადგან ორი ბანკი ცოტაა და უფრო მეტია საჭირო იმისთვის, რომ ეკონომიკაში მონოპოლიზების, ან სხვა საფრთხეები არ გაჩნდეს. ბიძინა ივანიშვილმა ოპონენტებს მოუწოდა, „ქართუ ბანკში“ მივიდნენ და შეამოწმონ, ის ამ ბანკით მდიდრდება, თუ არა. „მოვიდნენ და შეამოწმონ, რომ ბანკის რენტაბელობა ნორმის ქვემოთ არის. „ქართუ ბანკში“ 200 მილიონ დოლარამდე მაქვს შემოტანილი და დღეს ბანკის კაპიტალი 200 მილიონ დოლარზე ნაკლებია. რომ არ იფიქრონ, მე „ქართუ ბანკით“ ვმდიდრდები, რასაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ხშირად აცხადებენ, მოვიდნენ და შეამოწმონ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ეკონომიკას და დემოკრატიას შორის დისბალანსი ძალიან სახიფათოა და ამას მოფერება, დაჭერა და კბილებით მიტანა უნდა იმ დრომდე, როცა სახელმწიფოს მდგრადობა მოწყვლადი აღარ გახდება. „მე გარკვეული როლი მაქვს, რასაც ოპოზიცია დაჟინებით არტყამს, ამახინჯებს და ცრუობს. ისინი ამბობენ, რომ ფულს ვაკეთებ და საზოგადოებას ვძარცვავ. სინამდვილეში კი, პირიქით, საერთო საქმეს, ყველაფერს ჩემი კერძო ფულით ვაკეთებ. ეს ჩემმა გუნდმაც უნდა შეიმეცნოს და პროცესებში ჩაერიოს. თუ გნებავთ, ჩემ მიმართ ყველა ბრალდება ინტერნეტში დავდოთ და მე თითოეულს გავცემ პასუხს. მოვიდნენ და კომისია, ან ჯგუფი შექმნან, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ერთ ნიუანსს ვერ ნახავენ იმისგან განსხვავებულს, რასაც ვაფიქსირებ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)