|
2018-07-24 20:20:41, 1213 ნახვა
სამართალი
თბილისში ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ - მიმდინარეობს გამოძიება [ვიდეო]
თბილისში გუშინ, გვიან ღამით, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მას სამი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელები სამხედრო მოსამსახურეები არიან. აღნიშნულთან დაკავშირებით "ექსპრესნიუსი" თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აღნიშნეს, საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს და მათთვის ამ ეტაპზე უცნობია, ფიგურირებენ თუ არა თავდასხმაში სამხედროები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. „ამჟამად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოსაკითხად დაბარებულია ინციდენტში მონაწილე ორივე მხარე. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და უმოკლეს ვადებში იქნება შესაბამისი შედეგი“, - განუცხადეს "ექსპრესნიუსს" შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|







epn.ge (@expressnews.ge)