07:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-21 12:54:31, 851 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: საკმარისი მხარდაჭერა გვაქვს როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე მოსახლეობაში

„ჩვენ საკმარისი მხარდაჭერა გვაქვს როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე მოსახლეობაში“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რიჟვაძე დარწმუნებულია, რომ უმაღლეს საბჭოში მთავრობის ახალ შემადგენლობას  ნდობას გამოუცხადებენ.

„ჩვენ საკმარისი მხარდაჭერა გვაქვს როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე მოსახლეობაში. იმედი მაქვს, ჩემს მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო ხედვები მიიღებს სრულ მხარდაჭერას.  რაც შეეხება დღევანდელ დღეს, იქნება აქტიური განხილვები და საშუალება გვექნება, კიდევ ერთხელ წარმოვადგინოთ ჩვენი ინიციატივები“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თორნიკე რიჟვაძე წარადგინა. ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დღეს დაამტკიცებენ. რიჟვაძეს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, თუმცა მთავრობის დასამტკიცებლად 11 ხმაა საჭირო, მმართველი გუნდი კი, უმაღლეს საბჭოში 14 მანდატს ფლობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics