|
2018-07-21 12:23:43, 869 ნახვა
სამართალი
იგოეთთან ავტოავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
იგოეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დიდი სისწრაფით მიმავალი მიკროავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც 51 წლის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება მიკროავტობუსის მძღოლს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის კასპის რაიონულ საავადმყოფოში გადაჰყავდათ, რა დროსაც გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვების ადგილზე შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული. აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლმდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)