|
2018-07-20 15:24:04, 1154 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული დ.ღ.-ს ადვოკატი: ის ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ
ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დ.ღ. თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ. კერძოდ, როგორც მისმა ადვოკატმა, გოჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დ.ღ. ბრალს მხოლოდ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციის დამალვის ნაწილში აღიარებს. „ის ბრალთან მიმართებაში, ერთ ნაწილში თავს ცნობს დამნაშავედ. დუმილის უფლება არ გამოუყენებია. განაცხადა, რომ მას და ზაზა სარალიძეს შორის ნამვდილად შედგა საუბარი და სასამართლოსთვის ამასთან დაკავშირებით არ განუცხადებია. მისი თქმით, ეს გააკეთა ზაზას თხოვნით. რაც შეეხება მათ საუბარს, ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი არ ყოფილა, რომ გამოძიებას ან სასამართლოს რამეში ხელი შეშლოდა. არ იყო ცნობილი რომ ჩაწერა მიმდინარეობდა, საქმის მასალებს რომ გავეცნობი დანარჩენზე მერე მოგახსენებთ“, - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.ღ.-ს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მას ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)