16:19 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 13:18:58, 810 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება 2012“ - დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხულების ფრაქციის შექმნას აპირებს

„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ პარლამენტში დამოუკიდებელ დებუტატად რჩება.

თუმცა, როგორც მან „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნა, სამომავლოდ პარტიიდან გარიცხულების ფრაქციის შექმნას გეგმავს, რომელსაც პირობითად „ქართული ოცნება 2012“ ერქმევა.

 „მე პოლიტიკაში არ გამიგია ამათ მოსვლამდე ეთიკის კოდექსები და სულ ეთიკაზე საუბრობენ, არ ვიცი, სად გაიზარდნენ, რა ეთიკა დააკლეს ბავშვობაში, რომ ახლა ასაკში აპირებენ ამ ეთიკის კომპენსირებას. ეს ჩემთვის გაუგებარია. კიპლინგი გენიალური იყო, ერთხელ ვახსენე და მაშინ აკილა იყო და ახლა ტაბაკებად გადაიქცნენ და იმედი მაქვს, პარლამენტი ბანდერლოგებად არ გადაიქცევა. ვაპირებ დამოუკიდებლად და დაველოდები რიგრიგობით ვის გამოყრიან, სახელი ალბათ, „ქართული ოცნება 2012“ იქნება“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics