|
2018-07-18 13:24:34, 1039 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტმა პატივი არ სცა აჭარის მოსახლეობას, როდესაც თავმჯდომარის შერჩევა დაიბრალა
„როდესაც გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მან შეარჩია აჭარის მთავრობის პოსტზე კანდიდატი, ის ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში-ეს არის არასწორი",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, გასათვალისწინებელია მარტივი დემოკრატიული პრინციპები. „როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია არის 2/3-ით წარმოდგენილი კონკრეტულ წარმომადგენლობით ორგანოში, ამ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში, ამ შემთხვევაში მარტივად ევალებოდა პრეზიდენტს წარმოედგინა ამ პარტიის მიერ დასახელებული თავმჯდომარეობის კანდიდატი. შესაბამისად, აქ საუბარი იმაზე, რომ მარგველაშვილმა შეარჩია კანდიდატი, არის უბრალოდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაც არის არასწორი პრეზიდენტის მხრიდან",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, და აღნიშნა, რომ „პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად და კომენტარებიც უნდა გააკეთოს კონსტიტუციის შესაბამისად". ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ მარტივი მანიპულირებით, პრეზიდენტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. „არასწორია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მით უმეტეს პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტი იტყუება ამ შემთხვევაში. პრეზიდენტს არავინ არ შეურჩევია. ამ შემთხვევაში, მარტივად აისახა აჭარის მოსახლეობის პოლიტიკური ნება იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ფორმალურად უნდა მიეღო ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მარგველაშვილს. ამ მარტივი მანიპულირებით პრეზიდენტი ცდილობს, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. მას არ ჰქონდა არავის შერჩევის უფლება და საშუალება. მას უნდა წარმოედგინა ის კანდიდატი, რომელიც არის დასახელებული აჭარის უმაღლესი საბჭოს 2/3 -ის მიერ. მან უნდა სცეს პატივი ინსტიტუტებს. მან უნდა პატივი სცეს, მათ შორის იმ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. მან ამ შემთხვევაში გამოავლინა ეს უპატივცემულობა და მან პატივი არ სცა აჭარის მოსახლეობის ნებას, როდესაც თავის თავზე დაიბრალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის „შერჩევა". ეს არის ტყუილი და სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტი ასე ექცევა საკუთარ საზოგადოებას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)