16:19 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 12:13:41, 986 ნახვა

პოლიტიკა
მაისურაძე: პრემიერს საშუალება ექნება ნატო-ს გენმდივანთან განიხილოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი

„აღსანიშნავია, რომ სამიტის დასრულებიდან ერთი კვირაც არ არის გასული და ქართული მხარე უკვე იწყებს კონკრეტული ნაბიჯების და წინადადებების შემუშავებას ალიანსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში უფრო მეტი წინგადაგმული ნაბიჯის მისაღწევად",- ამის შესახებ საქართველოს წარმომადგენელმა ნატო-ში, ალექსანდრე მაისურაძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური პირველი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს დღეს ეწვევა. ალექსანდრე მაისურაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ პირველი ვიზიტი, სწორედ, ბრიუსელში იმართება.

„ევროატლანტიკური და  ევროპული ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ პირველი ვიზიტი ბრიუსელში იმართება. დაგეგმილია შეხვედრები, როგორც ნატო-ს შტაბბინაში, ისე ევროკავშირის მიმართულებით ძალიან მაღლ დონეზე. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება ნატო-ს გენერალურ მდივანთან განიხილოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში",- განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics