|
2018-07-17 15:16:49, 744 ნახვა
ეკონომიკა
„ლისი დეველოპმენტს“ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მიენიჭა
„ლისი დეველოპმენტი" საქართველოში პირველი დეველოპერული კომპანია გახდა, რომელიც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგს ფლობს. B+ კორპორაციული საკრედიტო რეიტინგი „ლისი დეველოპმენტს" საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ, Scope Ratings GmbH-მა მიანიჭა. რეიტინგის მოძიების საკონსულტაციო მომსახურება „თიბისი კაპიტალმა", თიბისი ბანკის შვილობილმა ლიცენზირებულმა საბროკერო კომპანიამ განახორციელა. „Scope Ratings GmbH"-მა „ლისი დეველოპმენტის" ძლიერ მხარეებად რამდენიმე ფაქტორი დაასახელა. მათ შორის, კარგი საბაზრო პოზიციონირება, ძლიერი ბრენდი, მშენებლობის და გაყიდვების გამოცდილება, უძრავი ქონების მიმზიდველი ლოკაციები და ძლიერი საოპერაციო ფულადი ნაკადები. „ლისი დეველოპმენტის" მიზანია არა მხოლოდ თანამედროვე სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნა, არამედ საქართველოში სრულიად ახალი და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრება. საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის მინიჭება „ლისი დეველოპმენტისთვის" მორიგი საერთაშორისო აღიარებაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კომპანია მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს ქართული უძრავი ქონების ბაზარზე" - განაცხადა ნოდარ ადეიშვილმა, „ლისი დეველოპმენტის" გენერალურმა დირექტორმა. „მოხარული ვარ, რომ „თიბისი კაპიტალი" აქტიურად თანამშრომლობს სექტორის წამყვან მოთამაშესთან იმისათვის, რომ კომპანია გახდეს კაპიტალის ბაზრის მონაწილე. Scope-ის მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი ამ მხრივ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს „ლისი დეველოპმენტის" ფინანსური მართვის სიძლიერესა და კომპანიის საბალანსო უწყისის სიჯანსაღეს", - განაცხადა ირაკლი ელაშვილმა, „თიბისი კაპიტალის" დირექტორმა. „ლისი დეველოპმენტის" პირველი პროექტი - „მწვანე ქალაქი ლისზე" 80/20 კონცეფციას ეფუძნება, რაც გულისხმობს ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე მშენებლობის განხორციელებას, ხოლო დანარჩენი 80%-ის გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას. „ლისი დეველოპმენტი" არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. კომპანიამ 2012 -2017 წლებში International Property Awards-ის 10 სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა. გარდა ამისა, საქართველოში ზედიზედ სამჯერ გახდა Golden Brand-ის გამარჯვებული. Scope Ratings–ის მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.scoperatings.com
(R)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)