00:16 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 11:42:26, 754 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის შეხვედრებს მასპინძლობს

17 ივლისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური შეხვედრა გახსნა.

აღნიშნულ ღონისძიებას  ესწრება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი პასკალ სან-ამანსი.

ორდღიანი საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორები და მასპინძლები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, საქართველოს პარლამენტი და ეროვნულ ბანკი, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD). 

ფორუმის მუშაობაში 20 ქვეყნის ფინანსთა სამინისტროების, საგადასახადო ადმინისტრაციების, ეროვნული ბანკებისა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

რეგიონალური კონფერენციის მიზანია პარტნიორ ქვეყნებს შორის საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის გაღრმავება და რეგიონში საგადასახადო სფეროში არსებული საერთო მიდგომების შემუშავება. ამასთან, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა შინაარსის პანელის გამართვა და დისკუსიები. კონფერენციის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია არაერთი ორმხრივი შეხვედრა.

საერთაშორისო კონფერენციას დახურავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics