17:24 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 16:41:55, 742 ნახვა

კომენტარი
ბათუმში ქართული ხმებისა და თბილისის ბიგ ბენდის საიუბილეო კონცერტი გაიმართება

17 ივლისს, ბათუმში ქართული ხმებისა და თბილისის ბიგ ბენდის საიუბილეო კონცერტი გაიმართება.

ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს კონცერტზე დასწრება საზაფხულო თეატრში, 20:00 საათზე უფასოდ შეეძლებათ. მსმენელის წინაშე ქართული ხმები და ბიგ ბენდი  ქართულ-ხალხურ, ქალაქურ სიმღერებს, ასევე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ჰიტებს შეასრულებენ.  თბილისის ბიგ ბენდის შემადგენლობაში არიან ცნობილი მომღერლები მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, თემო საჯაია, ნინი გველესიანი და ზაურ შავგულიძე.

ანსამბლები ბათუმს ქართული ხმების 30 წლისა და თბილისის ბიგ ბენდის 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში ესტუმრებიან. ბათუმამდე კონცერტები ბორჯომში, თელავში, ლაგოდეხში, ახალციხეში, ზუგდიდში, ხობში და ფოთში გაიმართა. ბათუმის შემდეგ კი ლეგენდარული ქართული ხმებისა და თბილისის ბიგ ბენდის ტურნე ქუთაისში, ჩოხატაურსა და ჭიათურაში გაგრძელდება. პროექტი Check-in Georgia-ს პროექტის ფარგლებში იმართება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics