|
2015-06-02 15:40:09, 1844 ნახვა
სხვადასხვა
სოფელ კაპნისთავში შუა საუკუნეებით დათარიღებული მარანი აღმოაჩინეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპნისთავში შუა საუკუნეებით დათარიღებული მარანი აღმოაჩინეს. ძეგლი ზღვის დონიდან 220-230 მ-ზე მდებარეობს. 11 ქვევრი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიწით ამოივსო, 128 კვ/მეტრზეა განთავსებული. მარანი VI-XI საუკუნეებს განეკუთვნება. ქვევრების ფორმით დასტურდება, რომ ჭურჭელი არის როგორც ქართული, ასევე სავარაუდოდ ბიზანტიური სტილის. მარანი ადგილობრივმა ხასან კახიძემ თავის საკარმიდამო ნაკვეთში 2 კვირის წინ აღმოაჩინა. არქეოლოგები ამ დროისათვის ეგრეთწოდებულ „მარნის უბანში“ და იქვე, შედარებით ქვევით მდებარე ობიექტზე ე.წ. ყურღელეში მუშაობენ, სადაც ბრინჯაოს ხანის საყოფაცხოვრებო ნივთებია ნაპოვნი. ამ ძეგლის აღმოჩენით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აჭარის რეგიონს აქვს ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები. სოფელ კაპნისთავში დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)