|
2018-07-16 14:13:13, 540 ნახვა
პოლიტიკა
OGP-ის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლებების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში გამართულ, ადგილობრივი ხელისუფლებების სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ილია ელოშვილმა სიტყვით გამოსვლისას ინიციატივის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ღია მმართველობა ნებისმიერი მთავრობისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და დადებითი შედეგები მოაქვს მოქალაქეებისთვის. ღონისძიება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში, თბილისის მერიისა და OGP-ის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაში OGP-ის ადგილობრივი ხელისუფლებების პროგრამაში ჩართული, 20 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მონაწილეობს. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, განიხილეს სამოქმედო გეგმის შედგენის პროცესი და მისი ძირითადი მიზნები. „დღეს სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ მმართველობასთან ერთად განვიხილავთ საკითხებს, თუ როგორ უნდა გახდეს მთავრობა უფრო მეტად რეაგირებადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული და საბოლოოდ, როგორ უნდა ემსახუროს მთავრობა თავის მოქალაქეებს და საკუთარ თავს“, - განაცხადა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ადგილობრივი თვითმმართველობების პროგრამის მენეჯერმა, ბრიტანი ლეინმა. ადგილობრივი ხელისუფლებების სამუშაო შეხვედრა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მეხუთე გლობალურ სამიტს კი თბილისი 17 ივლისიდან 19 ივლისამდე უმასპინძლებს. სამიტში 76 ქვეყნის და 20 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)