|
2018-07-16 12:15:14, 1159 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ტყიბულის ტრაგედიაზე: მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტები დაიხურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერი, დღეს შახტაში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი", - ნათქვამია მამუკა ბახტაძის განცხადებაში. ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)