17:23 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 23:19:40, 936 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე გოცირიძეს - მართლაც გავხართ კანტს, მაგრამ მგონი წულუკიანის გავლენის ქვეშ ხართ, როგორც ფილოსოფოსი

„მგონი თეა წულუკიანის გავლენის ქვეშ ხართ, როგორც ფილოსოფოსი“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს, რომელმაც საკუთარი თავი გერმანელ ფილოსოფოსს, ემანუელ კანტს შეადარა.

„მინდა მივმართო ბატონ რომან გოცირიძეს, რომელმაც თავისი თავი კანტს შეადარა. ბატონო რომან, მართლაც გავხართ კანტს, იმიტომ რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დღეს მარტომ მოახერხეთ ამ მნიშვნელოვან სხდომაზე მოსვლა. ეს მართლაც გამორჩეული თვისებაა, მაგრამ ერთი რამ მიკვირს, ამხელა ფილოსოფოსი თეა წულუკიანის ციტატებით რომ საუბრობთ ეს როგორ გავიგოთ, ნუთუ თქვენი საკუთარი ფრაზები და ციტატები არ გაგაჩნიათ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთივს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რომან გოცირიძემ განაცხადა: „დღევანდელი გამოსვლების მერე და მას შემდეგ, რაც მოვისმინე მთავრობის პროგრამა და შევხედე მთავრობას ვიზუალურად, გავაკეთე სერიოზული აღმოჩენა. თურმე ძალიან ვგავარ გენიალურ გერმანელ ფილოსოფოსს, ემანუელ კანტს - გარეგნულად კი არა, მე და კანტს, გვაქვს ერთნაირი იდეები. კანტმა ბრძანა: მე მუდამ მაოცებდა ორი რამ, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონები ჩემში. თურმე მეც ასე ვფიქრობდი, რომ ძალიან მაოცებდა ამ სამყაროში ორი რამ - მაღლა მოჭედილი ცა და დაბლა ბატონ ბიძინა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics