|
2018-07-14 22:36:08, 784 ნახვა
კომენტარი
ძიძიგური გოცირიძეს: როცა კანტს ადარებ თავს, კვალიფიკაცია და პოლიტიკური კულტურა მეტი უნდა გქონდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მინისტრობის სამი ახალი კანდიდატი გააკრიტიკა. როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, გოცირიძეს კვალიფიკაცია და პოლიტიკური კულტურა არ ყოფნის. „მინდა გამოვეხმაურო იმ თავდასხმას, რომელსაც რომან გოცირიძის მხრიდან ჰქონდა ადგილი მთავრობის წარმომადგენლების მიმართ. მე ვფიქრობ, რომ როცა არ გყოფნის კვალიფიკაცია, არგუმენტები, პოლიტიკური კულტურა, მხოლოდ მაშინ შეიძლება ასეთი თავდასხმა განახორციელო. მინიმუმ როცა ემანუელ კანტს ადარებ საკუთარ თავს, ეს კვალიფიკაცია, არგუმენტები და პოლიტიკური კულტურა ცოტა მეტი უნდა გქონდეს. მართალია ხუმრობით შეადარა თავისი თავი, მაგრამ მოარული ფრაზა არსებობს ასეთი, რომ „ყველა ხუმრობაში არის სიმართლის წილი“. ბატონ რომანს ეტყობა თავის თავზე უფრო მეტი წარმოდგენა აქვს, ვიდრე ჩვენ გვაქვს მასზე“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. ცნობისთივს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ განათლების, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატები თანამდებობებს არ შეეფერებიან, რადგან ისინი პოლიტიკური ფიგურები არ არიან.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)